მომღერალი ირინა ბაირამაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“პალატა 306….ბრძოლა კორონასთან ორსულობის 37-მეტე კვირას….2-მაისს ვიკეთებ ტესტს და აჩვენებს დადებითს, იმ მომენტში რათქმაუნდა არც მიფიქრია საკუთარ თავზე, ვფიქრობ მუცლად მყოფ ჩემს შვილზე და კიდევ იმაზე რომ, ორსულებს მსუბუქად გადააქვთ ეს ყველაფერი…მეორე დღიდანვე დამეწყო საშინელი სიმპტომები, სისუსტე,სიცხე მაგრამ რა უნდა მექნა ორსულს არც არაფერი, მხოლოდ სითხეები რომელსაც ვერ ვსვავდი,არანაირი წამალი მაგრამ დღითიდღე ვატყობ რომ ვხდები ძალიან ცუდად,ხველა მემატება,სიცხე ისევ მაქვს ამასობაში გადის 6 დღე და ბოლო ძალებს ვიკრებ. მე 7-ე დღეს ჩავიცვი და წამოვედი კლინიკაში და ვფიქრობ რომ , ორ სამ დღეში სახლში ვიქნები, მაგრამ შემოვდგი თუა რა ფეხი მივხვდი რომ ორი სამი დღე ნამდვილად არ იყო საკმარისი,უკვე შემიპყრო საშინელმა დეპრესიამ, დანი რომელიც ერთი დღე მყავს უჩემოდ დატოვებული, მეტი არა დავტოვე…ჩამიდგეს პირველი კათეტერი და მომდის ცრემლები ვერ ვიკავებ თავს, არც ვცდილობ შევიკავო , კარებში ჩემი და მამხნევებს მაგრამ ისიც ძლივს იკავებს თავს რომ არ იტიროს…თავს დამტრიალებენ ექიმები, ცისფერ სკაფანდრებში მხოლოდ თვალები უჩანს (ეს ცალკე სტრესია) . მომამზადეს,გამოიტანეს ეტლი, ” ამით ავიყვანთო ” ,რა თქმაუნდა გავაპროტესტე და ავედი ლიფტით…შევედი პალატაში, დავჯექი ლოგინზე და მგონია თავი სიზმარში, იმიტომ რომ ალბათ 9-წლის ვიყავი ბოლოს რომ გრიპი შემხვდა და პირველი მშობიარობის შემდეგ 3-დღე ვიწექი კლინიკაში….ამ ფიქრებში ვიყავი და გვიან მივხვდი რომ პალატაში კიდევ ერთი ორსული გოგო იყო…გამიხარდა…ეგრევე ვკითხე როდის რატომ და რა სიმპტომები ქონდა….ორივე ვახველებდით საშინლად…ამასობაში მიდგამენ პირველ გადასხმას…ის ღამე არ მძინებია, მთელი ღამე ვტიროდი…შემოდის ექიმი, გვარიგებს მაგრამ არაფერი არ მესმის…სულ მინდა ვიწვე…ბავშვის გულის ცემა, სატურაცია, წნევა, სისხლის აღება ანალიზებისთვის, ცისფერი სკაფანდრის შრიალის ხმა და ჩემი გულის ცემა…გადასხმა,გადასხმა გადასხმა…ასე გაგრძელდა 7-დღე, დადგა 13-მაისი.. ამ დროს ჩემს მეორე ბავშვსაც მოუნდა გამოსვლა გარეთ…13 ციფრი მიყვარს…13აპრილი მე და 13მაისი სანი…გავემზადე, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ორ საათში გაჩნდა სანი…მაგრამ აქ იწყება მთავარი ….ორი წამით დავინახე, ვიკითხე ხომ კარგად არის თქო და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს, მე შემიყვანეს პალატა-306-ში…მგონია რომ ეს კოშმარი დამთავრდა მაგრამ კი არ დამთავრდა დაიწყო….ისევ სკაფანდრის შრიალი ისევ ექიმები…მოკლედ ეს მონსტრი კორონა კი არ წასულა ჩემგან პირიქით მთელი ორსულობა იმალებოდა და ეხლა გამძვინვარდა, გაბრაზდა, ყველა ანალიზი მოდის აფსოლიტურად სხვანაირი და ამ ყველაფერს ემატება კატეზე გადაღებული ორმხრივი პნევმონია…და აქ უკვე იწყება კორონა მონსტრთან ბრძოლა…ორი უსაყვარლესი გოგო დამხვდა პალატაში, რომლებსაც არასოდეს არ დავკარგავ…ხან ვტირი, ხან ვიცინი, ხან ვმღერი ხან ვლოცულობ…ისტერიკა მჭირდა….გარეთ ჩემი ერთი შვილი მენატრებოდა,შიგნით ჩემი მეორე შვილი, ქმარი, ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მამხნევებდნენ ისინი რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა…მაგრამ ისევ ამ რეალობაში და სითეთრეში რომ ბრუნდები ღმერთო არავის ვუსურვებ…სანის ისტერიულად ვკითხულობ და ვუგზავნი რძეს იქ სადაც არა კოვიდ ზონა არის, ალბათ ასეთია საპყრობილე და მე როგორც პატიმარი ისე ვარ…მეასე მორიგეობას ვუსწრებ ექთნების…ჩემი ორი თანამეპალატე გაწერეს,მე დავრჩი მარტო ,აქ უკვე იუმორით ვუყურებ ყველაფერს მაგრამ მაინც მეტირება გრძელდება ეს კოშმარი. არასოდეს არასოდეს არ ინერვიულოთ ეკონომიურ კეთილდღეობაზე, კარიერაზე, სმა ჭამაზე, მხოლოდ ჯანმრთელობააა ამაზე მთავარი არაფერია და არც იმაზე კიდე რო კოვიდი არის ჩვეულებრივი გრიპი ეს არის ადამიანი რომელიც მთელ სხეულში გყავს და დაგცინის და განგრევს მთლიანად…მონსტრი გახრჩობს და დაგცინის…და აი მე 16-დღეა უკვე კლინიკაში ვარ…ადამიანი ყველაფერს ეჩვევა,ოღონდ იყოს ჯანმრთელად და ყავდეს ჯანმრთელი შვილი…უკვე ვცოცხლდები ვატყობ ენერგია მემატება…სიმღერა მომინდა…აღარც სკაფნადრის შრიალის მეშინია….და კიდევ ლოდინის რეჟიმი, ალბათ ორშაბათს გამომიშვებენ…შეიძლება ითქვას რომ სიკვდილს სადღაც შორს ნისლში მოვკარი თვალი….ძალიან გაუფრთხილდით თავს ძალიან ყველა ორსული და არა ორსული…ამასობაში ჩემს სახლში ვარდები აყვავდა, რომლის ყვავილობა ყველაზე მეტად მიყვარს,ის ერთი ცალი რომ იშლება და მერე მოყვება უამრავი((((….სახლში მინდაააააააააა…გათენდა მე17-დღე…მე11დღე რაც ჩემი სანი არ მინახავს.მე13-ანტიბიოტიკი…მე11-ფრაქსი ჭიპის ქვეშ….ანალიზებში წინსვლადამეწყო…ვგრძნობ რომ ვბრუნდები აქეთ…ალბათ ორშაბათს გაგვწერენ ერთად მე და ჩემს შვილს…უკვე ყველაფერს იუმორით ვუდგები,ვფიქრობ ხო არ მოვაშენო პალატა 306-ს აივანი))))….არც ვფიქრობ იმაზე რა იქნება მე და ჩემი შვილების შეხვედრა….აუ როგორ მენატრეეეებიაააან ღმერთოოოოო…დღეს ალბათ მთელი ღამე თვალს ვერ მოვხუჭავ…მგონი ბოლო ცისფერ სკაფანდრიანი შემოვიდა ,კათეტერი მომხსნა და სისხლი ამიღო კიდევ ერთხელ…ეს იცით როგორი შეგრძნებაა გეგონება ბორკილებს გხსნიდნენ ხელიდან…ესეც მე18დღე…გვწერრეეენ მე ადგილს ვერ ვპოულობ….მაგრამ მაინც შიში დამჩემდა სკაფანდრის შრიალის და კარების შემოღების…მეშინია ბავშვს ხელში რომ ავიყვან გული არ წამივიდეს….დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ ჩემს ორ ბიჭთან არა სამ ბიჭთან(მიკუნა )ერთად…უფალო მადლობა რომ სულ ჩემში ხარ….მადლობებს კიდევ ბევრს მოვიხდი და მოვუხდი…გული ისე მიცემს, ადგილს ვერ ვპოულობ…მამა გიორგის დავურეკე გავახარეეე….ისევ სკაფანდრი ისევ თეთრი კედლები, ისევ სიჩუმე და დაუსრულებელი ფიქრი ამ ყველაფერზე, კარის ხმა
ექთანი- ბაირამაშვილი მოემზადე , კლინიკას ტოვებ
უკან არ მიმიხედავს ისე გამოვედი პალატიდან, გავიარე თეთრი დერეფანი თითქოს კათარზისი ყოფილიყოს და განწმენდილი ვუბრუნდებოდი სამყაროს ,გავხსენი ერთი კარი, მეორე მესამე, დარჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამყაროა, ექთანმა პატარა ბიჭი მომაწოდა ხელში , ……
გამარჯობა სანი მე დედაშენი ვარ ასე ჩახუტებულმა გამოვიყვანე და გადავეშვით სამყაროს ორომტრიალში”