რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოდელს, მირანდა შელიას, ხშირად ირინა შეიკს ადარებენ. მირანდას მოსკოვში წარმატებული კარიერა აქვს და საზოგადოებაში პოპულარობითაც სარგებლობს. ის „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
“I said yes!” – დღეს მირანდა შელიამ ფოტო ამ წარწერით გამოაქყვენა და გულშემატკივრებს კადრები საკუთარი ქორწილიდან გაუზიარა.
მოდელის რჩეული გრეგორი მამურინია. წყვილმა
სოციალურ ქსელში მეგობრებთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გააზიარა და უამრავი მილოცვაც მიიღო. მათ ხელის მოწერის ცერემონიის ამსხაველი კადრებიც ატვირთეს.