სალომე ბაკურაძემ 12 კილო დაიკლო. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება. სალომე ამბობს, რომ გამხდარი თავს ბევრად კარგად გრძნობს და თავდაჯერება მოემატა.
სალომე ბაკურაძე:
„შვიდი თვის წინ სწორი კვება დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ. 10-12 კილო დავიკელი. ხანდახან მეც მაჯდება მხარზე დემონი და ვარღვევ, მაგრამ ფაქტია, შედეგი მაქვს. პარალელურად, სახლში ყოველდღიურად ვვარჯიშობ და „ელპიჯი“ მასაჟ-პროცედურასაც ვიკეთებ. ზედმეტი კილოგრამები ნამდვილად არ მიშლიდა ხელს, მაგრამ ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. მქონდა ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც „მოკვეტებული“ ვიყავი და ახლა ისე მაქვს, როგოც უნდა მქონდეს. წონის დაკლებამ თავდაჯერება მომცა, მაგრამ ჩაცმის მხრივ არაფერი შემიცვლია. ვთვლი, რომ სიგამხდრე მიხდება, თუმცა ჩემი თავი არც იმ წონით დამიწუნია. არასდროს არავინ მაბიჯებდა ფეხს, არიქა, დაიკელიო. ამ მხრივ განებივრებული ვიყავი. ყველა მატუტუცებდა და მეუბნებოდა: გიხდება, არ გინდა დაკლებაო…“