პროდიუსერი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს.
“ლეე, 18 წელი გავიდა, რაც მე დავქორწინდი და 5 წუთში შენ მიმატოვე, ისე, რომ ვერც მოვასწარი თქმა, თან ზეგ ქორწილი გქონდა და მეჯვარე ვიყავი….
ღმერთმა მითხრა, ძლიერი გოგო ხარ და ამხელა ბედნიერებას და ხუთ წუთში უბედურებას, ორივეს ერთად აიტანოო.
ხო და ავიტანე კიი….!!!!
მაგრამ საშინლად მენატრები
40 წლის ვარ და თამამად ვამბობ, მეგობარი მარტო შენ მყავდი, მეტი არავინ
ნათელში იყავი შენს ქმარშვილთან ერთად
შეხვედრამდე
PS: ლელა ორსულად იყო რომ დაიღუპა და მეუღლემ თავი მოიკლა მათ საფლავზე
ჩვენთანაც იციან სიყვარული
და ჩვენ ყველანი ვიყავით 21 წლის “, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.