მომღერალი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოსა და პოსტს აქვეყნებს. მომღერალი წერს, რომ ჭეშმარიტი შემოქმედი ადამიანი მხოლოდ არ უნდა ლაპარაკობდეს და იმას რასაც სხვას ასწავლის თვითონაც უნდა აკეთებდეს.
„ჰოდა, ვისაც სიმღერა, დაკვრა და მუზიცირება შეუძლია ყოველთვის და ყველგან! შემოქმედებით მუსიკოსია!
მუსიკაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება (თუმცა ესეც პროფესიონალურად გამოსდის) გაგვატარეთ!
ჰოდა, ვინც ჩემზე თქვა ცუდი მუსიკოსიაო (ცუდად მღერისო, უკრავსო) ზუსტად ის…უნდა იყოს ჩვენზე მაგარი მუსიკოსი, მომღერალიც და პიანისტიც, რასაც ვერ ვხედავთ!
ეს არის და ეს! მტერიც რომ იყოს, ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა.
აი მაშინ ხარ მაგარი!!!
სხვა კი არაფერი მითქვამს გადაცემა „ფარულ კონვერტში“.
აგერ ბატონო…სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად!
მსმენელი კი ყოველთვის ობიექტურად აფასებს!“