მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარ რეანიმატოლოგს, ლევან რატიანს მშობლების გადარჩენისთვის მადლობას უხდის.
„არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს.
დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს!
რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა!
ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!
ლევან, მიყვარხარ!
მადლობა ჩემი მშობლების გადარჩენისთვის და მადლობა ყველაფრისთვის!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი.