“ფორმულას” ვალის გადაუხდელობას ედავებიან

ქეთი გოგიტიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

❌ვწერ ამ პოსტს იმის იმედად, რომ დიდი გამოხმაურება ექნება და ასე მაინც შეაწუხებთ სინდისი იმ ადამიანებს, რომლებსაც 2 წელიწადზე მეტია ჩვენი დავალიანება აქვთ.

❌საქმე ეხება Formula • ფორმულა-ს, რომელსაც ჩემი ოჯახის კუთვნილი შპს მენიუ Peperoni Catering, კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ჩემი ცოლის დაქალები – ს გადაღებებისას თანამშრომლების და მსახიობების კვებას უზრუნველყოფდა. მიუხედავად ათასი თხოვნისა, შეღავათისა და ვალის ეტაპობრივად გადანაწილების თანხმობისა, ამ დრომდე რჩება 24 000 ლარის ოდენობის დავალიანება.

❌ვწუხვარ ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევა ეს კომპანია, რომ ჩვენს ზარებს, მესიჯებსა და მეილებს არც კი პასუხობს. ჩვენ გავითვალისწინეთ რა მსოფლიოში არსებული ვითარება, უკანსასკნელი ერთი წლის მანძილზე, არც კი მოგვითხოვია აღნიშნული ვალი, თუმცა საკმარისი დრო გავიდა და ვფიქრობთ, საზოგადოებისთვისაც მნიშნველოვანია იცნობდნენ ამ ადამიანებს.

🙏🏻🙏🏻🙏🏻 გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა ასე მაინც მოჰყვეს რაიმე რეაგირება მათი მხრიდან და დავიბრუნოთ ჩვენს მიერ გაწეული შრომის საფასური. 🆘🆘🆘”