ალბათ, გახსოვთ რეჟისორ ქეთი დოლიძის ცნობილი ფრაზა, „რას აკეთებს ელიავას ბაზრობაზე დაბუდებული ხალხი?! რატომ არ ბრუნდებიან სოფლებში?!“
ჰოდა, გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად მისულ ქეთი დოლიძეს კვლავ ჰკითხეს „ჩამოსულებთან“ დაკავშირებით, რაზედაც რეჟისორმა შემდეგნაირად უპასუხა:
„გასაგებია, რატომაც არის აქ, მაგრამ კერძოდ, ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მაქვს მათ მიმართ პრეტენზია. ჩემი ყველა ნათესავიდან გურიაში არავინ ჩამოსულა თბილისში, არავინ. მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ მანქანაში… ყველას ხო ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია, ყველა თბილისში იყოს.
შეიძლება ზედმეტად ხისტი ვიყავი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მირჩევნია ადამიანი, რომელსაც უჭირს თავის კარ-მიდამოში, გაუჭირდეს, ვიდრე ხიდის ქვეშ იჯდეს და თვეობით ელოდოს, რომ ვიღაც წაიყვანს ან სანტექნიკის გასაკეთებლად, ან რაც არ არის მისი საქმე“.