„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

„მასწავლებელი მწერს ბათუმიდან წერილს და მეკითხება რამდენად სწორად იქცევა. ის პრესქულის (დაწყებითი კლასების) ბავშვებს თავის სახლში ამეცადინებს. გამზადებული ალგორითმია სექტემბერში სკოლების გახსნის. რამდენი უფიქრია, როგორ სწორად ესმის ბევრი ასპექტი ინფექციის მართვის და ბავშვების უსაფრთხოების. აი, ასეთ პედაგოგებსა და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ – წერს იმუნოლოგი და პედაგოგის წერილს ასაჯაროებს:

„ბავშვები ჩემთან მოდიან ფარებით, მშობელს უკეთია ნიღაბი. ვცხოვრობ მესამე სართულზე და ისინი ამოდიან დისტანციის დაცვით. კარები ღია მაქვს, მიკეთია სათვალე და სამედიცინო ნიღაბი. პატარებს ოვაციით, სიყვარულით ვიღებ, ორი დეზობარიერი მაქვს, ერთი სადარბაზოში, მეორე – სახლში, კარებთან. ჯერ პირველზე იწმენდენ ფეხსაცმელებს და მერე დგებიან მეორეზე, ვუზომავ სიცხეს, ამის შემდეგ სხდებიან დეზობარიერთან სკამზე და იხდიან ფეხსაცმელებს, რომელსაც საკუთარი ხელით აწყობენ შემოსასვლელში სადეზინფექციო ხსნარით დასველებულ, გაშლილ ტილოზე.

შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით (სპირტი, წყალბადის ზეჟანგი…) ვუმუშავებ თავიდან ბოლომდე, ვეძახით სუნამოს დასხმას და სიამოვნებით ტრიალებენ, თავზეც ვასხამ, ხელებზეც. მერე იცვამენ ოთახის ჩუსტებს, რომელსაც ჩემთან ტოვებენ და პერიოდულად ვამზეურებ აივანზე. ფარის ქვემოთ ვუკეთებ პირბადეს. ამ პროცესს ესწრება სადარბაზოში მდგომი მშობელი და თუ ბავშვს ტემპერატურა არა აქვს, მიდის.

ბავშვი დგება საპირფარეშოსთან რიგში. როცა ცხრავე ბავშვი მოვა (მეათე მე ვარ), ვირჩევთ მორიგეებს. ისინი შედიან პირველები და ზედმიწევნით იბანენ ხელებს ყველა წესის დაცვით, მერე იკავებენ თავიანთ ადგილებს: ერთი მორიგე მეგობრებს უსხამს თხევად საპონს, მეორე – ურიგებს მშრალ სალფეთქებსბანენ წესების დაცვით, თავადვე ყრიან ურნაში გამოყენებულ ხელსახოცებს. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ,,ჭუკების ცეკვას” ცეკვავენ რიგში, ის მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი მათთვის სახალისოა, სიამოვნებთ ასრულებენ ყველაფერს. მერე შედიან სასტუმრო ოთახში (რომელსაც ყოველდღიურად ვუკეთებ სრულ დეზინფექციას) აივნის კარი ღიაა, სხდებიან დისტანციურად და იხსნიან ფარებს (რომელთაც მერხებზე ვუწყობ), რჩებიან ნიღბებში.

ხელზე ვასხამ სადეზინფექციო ხსნარს. ნახევარსაათიანი მეცადინეობა ასე ტარდება მათი სრული ჩართულობით, ადგილზე მოძრაობით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, ესეც მოსწონთ და ხალისობენ, იცინიან, ნიღბებს უძლებენ, არ წუწუნებენ… შემდეგ გადამყავს სასწავლო ოთახში, სადაც მიდგას ერთმანეთისგან დისტანციურად დაშორებული მერხები. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სასწავლო ნივთები. აქაც ჩატარებულია დეზინფექცია, ფანჯარა ღიაა. პირბადეს მხოლოდ პირზე ვუტოვებ, ცხვირს ვუთავისუფლებ. პატარები არიან და ხანდახან წამოახველებენდააცემინებენ და პირაკრულები, ვფიქრობ, დაცულები არიან. როცა აცემინებენ, პირბადეს ვუცვლი და ხელზე ისევ ვასხამ ხსნარს პატარა პულვერიზატორი მაქვს საამისოდ.

როცა საპირფარეშოთი სარგებლობენ, ხელს იბანენ, მაგრამ რომ შემოდიან, სანიტაიზერს მაინც ვასხამ. ამ მერხებთან ისინი კითხულობენ, ხატავენ, ძერწავენ, სახალისო ტესტებზე მუშაობენ, ჩხირკედელაობენ, მუსიკას უსმენენ, ერთმანეთს დისტანციურად ეკონტაქტებიან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსწონთ, ჩემთან მოუხარიათ.

სახლშიც წასვლის დროსაც რიგს იცავენ, იცვლიან ჩუსტებსდეზობარიერზე იცვამენ ფეხსაცმელს, პირბადეს იხსნიან და აგდებენ სპეციალურ ურნაში, ვუკეთებ ფარს, ისევ მუმუშავებ ხელებს და დამოუკიდებლად ჩადიან ქვემოთ მშობლებთან.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ, რომ მინდა გკითხოთ, დასაშვებია? ხომ არ მეშლება რამე? იქნებ ასეთი რეგულაციების შემდეგაც არ ვართ დაცულნი?” – კითხულობს პედაგოგი.