ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოტოსესია მოიწყვეს

ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების 2 წელი აღნიშნეს. 

ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით ნოემ და ჯანეტმა ტყეში ფოტოსესია მოაწყვეს, ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსეს.

ჯანეტს ფოტოსესიაზე თავის ატელიეში შეკერილი თეთრი კაბა ეცვა, როგორც კომენტარებში წერენ ჯანეტმა საზოგადოების მოხიბვლა შეძლო.

ნოე ფოტოსესიაზე სადა, კლასიკურ თეთრ პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

წყვილმა 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასობით თბილი მილოცვა მიიღო. ნოე და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლება.

ცნობისთვის, ნოე და ჯანეტი 2019 წელს დაქორწინდნენ, წყვილს საერთო შვილი უკვე ჰყავთ – ანნა სულაბერიძე. ნოესთვის ეს მეორე ქორწინებაა, ჯანეტითვის კი პირველი.