თურქეთში, იზმირთან ახლოს, აღმოაჩინეს ქალის ქანდაკება, რომელიც 1 800 წლის წინაა დამზადებული, – ამის შესახებ Anadolu წერს.
თურქული მედია, ქვეყნის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით, წერ, რომ ქანდაკების აღმოჩენის მიმდებარედ, არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება.
თურქეთის კულტურის სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ იღებენ ქანდაკებას მიწიდან.