აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქალაქ კოტსში მცხოვრებმა კაცმა მილიონი დოლარის მოგების შესახებ სამი კვირის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო UPI წერს.
ფედერიკ რასელ კეროლმა ლატარიის ბილეთი ავტოგასამართ სადგურზე იყიდა. „როგორც ყველას, მეც მოგების იმედი მქონდა“, -აცხადებს კაცი. მან ბილეთი საფულეში შეინახა და მისი არსებობის შესახებ დაავიწყდა.
რასელს ბილეთის შესახებ, გათამაშებიდან მესამე კვირას გაახსენდა და ლატარიის გათამაშების შტაბ-ბინაში მივიდა, სადაც გაირკვა, რომ კაცმა 1 000 000 დოლარი მოიგო.
„საფულეში მილიონი დოლარი მედო და არ ვიცოდი“, – აცხადებს კაცი. მისი თქმით, ის ფულს ცოლის მკურნალობაზე დახარჯავს, ხოლო დანარჩენ თანხას ოჯახის წევრებს გაუნაწილებს.