“კახი კავსაძის ბოლო როლია, ესეც ჩვენთვის, ქართველებისთვის მტკივნეული ფაქტია”

ამერიკაში ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა გაიმართა, სადაც კახი კავსაძე თამაშობს. ინფორმაციას ამის თაობაზე იუნა შაფათავა ავრცელებს.
“ძლივს მოვახერხე ფოტოს გადაღება ლევან კოღუაშვილთან, ფესტივალია, მოთხოვნადია ძალიან
ლევან კოღუაშვილის ფილმი “Brighton 4 » Tribeca Film Festivalზე, საკონკურსო ჩვენება.
კარგად ვიტირე.
ფილმი მიეძღვნა კახი კავსაძეს.
ფოტოზე ლევანის ვეუბნები, ფილმის ჩვენების დროს მარტინ სკორსეზემ ჩამიარა, სანამ კაარგად ვტიროდი და ლევანის გვერდზეც ჩაიარა, თვითონ ვერ ნახა, მე კი ვნახე, სკორსეზე ტუალეტში რომ გააცილეს (ამ ღია ცის ქვეშ სცენიდან მარცხენა მხარეს ტუალეტებია), მაგრამ ხომ არ გავეკიდებოდი
მოკლედ, მააგრად ვიტირე მეც და სხვებმაც. ხმა მივეცით ფილმს და წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალზე და სხვა ფესტივალებზეც და საერთაშორისო ჯილდოებს..
კახი კავსაძის ბოლო როლია, ესეც ჩვენთვის, ქართველებისთვის მტკივნეული ფაქტია….
ჩემი პაააატარა როლი ამოიჭრა, დიდი სცენა იყო ბევრი მსახიობით ხდება, რა ვქნათ იმედია სხვა დროს დიიდ როლს მომცემს უფრო ბატონი რეჟისორი და არ ამოვიჭრები.. ირმამ და ცუცამ გადასარევად ითამაშეს
სხვებმაც.
გიო ტაბიძე სასწაული ბიჭია
ასევე ფილმის მთავარ როლში იყო Надя Михалкова და მსოფლიო ჩემპიონი ლევან თედიაშვილი
შეგიძლიათ უყუროთ ფილმს 15 ივნისს (ამერიკის დროითაა, არ აგერიოთ) ამ ლინკზე: