მომღერალი, თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა.
„დილა მშვიდობისა! ჩემი დილა გათენდა ისე, რომ მიგდებენ ერთი უპასუხისმგებლო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის „სქრინებს“, რომ მე ვარ ორსულად და, რაც მთავარია, სულ მთლად რომ გაგიხარდეთ თქვენც და მეც, გოგოზე.
ჩემი ნაცნობების ნაწილმაც კი მომწერა, რას მიმალავდიო. ასე მარტივად ვრცელდება დეზინფორმაცია“, – ამბობს თიკა ფაცაცია.