საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს სოლიდარობას უცხადებს.
„სრულიად ვეთანხმები ჩემ კოლეგას!
ახალგაზრდა კოლეგები ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი!
უსურვებ ჩემ კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს წარმატებას!!!
რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვებს და რაც მე ვნახე სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.
უსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა გყავდეს სხვადასხვა მედიცინის დარგში …
თანამედროვე მედიცინა დგას:
უწყვეტი სამედიცინო განათლებაზე
მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე
დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“,– წერს ფხაკაძე.