“თუ ბიჭს მეტ ქონებას უტოვებ, ე.ი. ბიჭი მეტად გყვარებია და ცუდი მშობელი ყოფილხარ…“

უფლებადამცველი, ბაია პატარაია გოგოებსა და ბიჭებზე მემკვიდრეობის გადანაწილების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„თუ ყველა შვილი გიყვარს, ქონებასაც თანაბრად გაუნაწილებ.
თუ ბიჭს მეტ ქონებას უტოვებ, ე.ი. ბიჭი მეტად გყვარებია და ცუდი მშობელი ყოფილხარ.
თუ იმდენად საზიზღარი მშობელი ხარ, რომ სიცოცხლეშივე ცდილობ მხოლოდ ბიჭს გადაუფორომო მთელი ქონება, კანონმდამრღვევიც ხარ ყველაფერთან ერთად.

 

მეც შვილი ვარ / / I am an heiress too – საკუთარი ქალიშვილებისთვის ქონების/მემკვიდრეობის წართმევა ეკონომიკური ძალადობაა”, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქზე.