სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახური სტატუსის შესახებ მეგობრებს ინფორმაციას უზიარებდა.
ბოლოს დაწერა, რომ მეუღლეს შეურიგდა და საჩუქრად წითელი „პორშეც“ მიიღო.
მისი თქმით, მეზობელმა ბებიას უთხრა, რომ ქმარს გაშორდა.
„ბებიაჩემი მირეკავს ახლა, თან არ ესმის კარგად ყურში. 200 მაქვს წნევაო, მეზობელი შემოვიდა და მითხრა მარიამმა ტელევიზორში გამოაცხადა ქმარს გავცილდიო და ეს ინფორმაცია რომ დადასტურდეს სასწრაფო კი გზაშია მაგრამ მე ამ ამბავს ვერ გადავიტანო. არა არა პირიქით გამოვაცხადე მეთქი, გავთხოვდი. ჰა, გასცილდი?
გავთხოვდი ისევ არ ესმის. გასცილდი?გავთხოვდი უკვე გავყვირივარ. გასცილდი? ბოლოს თქვა მაინც არ მესმის მაგრამ ანდერძად გიბარებ არ გაბედო გაცილება საფლავში ამოვყირავდებიო.
რა უნდოდა იმ მეზობელსაც რაა… ბებიაჩემის გარეშე ვეღარ უნდა გავთხოვდ-გამოვთხოვდე? დამართა ასი წლის ქალს კრიზისი,“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.