ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“რატომ ვუჭერ მხარს ხელისუფლებას?
მიმაჩნია, რომ წესიერი და პატიოსანი კაცი დაწყნარებულ და დამშვიდებულ ქვეყნაში ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს განწყობილი ოპოზიციურად, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში.
ამიტომ ვინაიდან ჩვენ არ ვართ დაწყნარებული-დამშვიდებული ქვეყანა და მიუხედავად შეცდომებისა(არაფატალურის) იმიტომაც ვუჭერ მხარს, რომ:
1. ამ 30 წლის მანძილზე პირველად მათი მმართევლობისას 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა ომი;
2. ყველა წინა ხელისუფლებასთან შედარებით(გამსახურდიას არ ვგულისხმობ) მეტ-ნაკლებად დაცულია ადამიანის უფლებები;
3. არ ხდება უდანაშაულო ადამიანების გნებავთ დამნაშავეების ქუჩაში, ოჯახებში, ციხეებში ჩახოცვა-წამება;
4. სასამართლოში არის გამამართლებელი განაჩენები;
5. ხელისუფლებისაგან არ ისმის ყალბი მილიტარიზაციის მოწოდებები, რომელზედაც შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ფულებს აკეთებენ;
6. 20 ივნისის გაუგონარი პროვოკაციის დროს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ გამოიჩინა ის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ნება, რომელიც უნდა გამოიჩინოს ანალოგიურ სიტუაციაში და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყნის მოქალაქეები გადატრიალებისაგან;
7. 2012-დან დღემდე Rაატარა რამდენიმე არCევნები ყოველგვარი აყალმაყალებისა და დაძაბულობეbის გარეშე(400 ათასი ხმით მოიგო საპრეზიდენტო და გააყალბაო იძახის ე.წ. ოპოზიცია(SIC!);
8. ხელისუფლებაში მაღალ საკვანძო თანამდებობებზე წარმოჩინდნენ, დაწინაურდნენ ღირსეული და პროფესიონალი პირები: გახარია, კალაძე, ცქიტიშვილი, მაჭავარიანი, ცერცვაძე, გამყრელიძე….
9. ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ვიმეორებ შეძლებისდაგვარად ამ გლობალისტურ-ლიბერასტულ მსოფლიოში ახორციელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი პრინციპების „მამული, ენა, სარწმუნოება“ განხორციელებას;
10. დიახ მინდა ცვლილებები, მაგრამ არა იმ საშინელი და პოლიტიკურად გარყვნილი ძალისაგან რომელსაც „შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციას“ ეძახიან. ამიტომაც ისევ მმართველ ძალას ვუჭერ მხარს. რომელიც ალბათ ბევრად დაწმენდილი, პასუხისმგებელი და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება მიმართული;
სულ ეს არის მიზეზი, რატომ ვუჭერ მხარს მმართველ პოლიტიკურ ძალას.” – წერს გვენეტაძე.