“საწყენია, რომ ამ სამიდან ერთი მოკვდა, ერთი გადაგვარდა…“

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჟვანია არიან.

„გიგას არქივს “ვციფრავთ”. საოცარი მასალაა. 1991 წლიდან ყველგანაა. საწყენია, რომ ამ სამიდან ერთი მოკვდა, ერთი გადაგვარდა და მარტო ერთი დარჩა რევოლუციის იდეების, ლიბერალური დემოკრატიის ერთგული“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.