იაპონიაში დამხრჩვალი ქალის გადასარჩენად მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ბოლოს მაშველებმა წყლიდან რეზინის სექს-თოჯინა ამოიყვანეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ჰატინოჰეში მოხდა. გამვლელებმა წყალში მოტივტივე თოჯინა დაინახეს და ადამიანი ეგონათ, ამიტომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. როცა მაშველები წყალში შევიდნენ, გაირკვა რომ „ქალი“ რეზინის თოჯინა იყო.
ყოველწლიურად იაპონიაში დაახლოებით 2 ათასი სექს-თოჯინა იყიდება, მათი ფასი 6 ათას დოლარს აღწევს. ქვეყანაში თოჯინების უტილიზაციის პროტოკოლი არსებობს. ამასთან, მათ, ვისაც თოჯინებთან ემოციური კავშირი აქვთ, მოხმარების ვადის ამოწურვის შემდეგ მათთვის დაკრძალვის პროცესის შეკვეთაც შეუძლიათ.