“მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები დაურიგეს, პანიკა იყო“ – რა მოხდა კიევი-ბათუმის რეისზე?

„SkyUp-ის“ თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, საგანგებოდ ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა. მომხდარის კადრები სოცქსელებში ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ფრენა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა აფრენიდან 20 წუთის შემდეგ ბორტზე დამწვრობის სუნი იგრძნობოდა, რის შემდეგაც ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა.