თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე ემოციური ამბავი ქვეყნდება. პოსტში მოყოლილია, თუ როგორ გადაარჩინა ქალი სიკვდილს ძაღლმა, რომელიც მან 3 წლის წინ, თავად მიატოვა.
ელიზბარაშვილი ადამიანებს ძაღლების მსგავს სიყვარულსა და ერთგულებას უსურვებს.
„ქალმა, რომელმაც მთელი ოჯახი ავტო-კატასტროფაში დაკარგა ტკივილს ვერ გაუძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა. ყველაზე საშინელი სიკვდილით სურდა დაემთავრებინა ცხოვრება.
ის დაწვა მატარებლის ლიანდაგზე და დაელოდა სიკვდილს. მატარებლის ხმაც გაისმა. მემანქანემ ვერ შეამჩნია ლიანდაგებზე გაწოლილი ქალი და სვლა არც შეუნელებია.
უეცრად ქალმა მწველი ტკივილი იგრძნო ფეხზე, გაბრუებული და სიკვდილს მოწყურებული უყურებდა როგორ ექაჩებოდა მაწანწალა ძაღლი, რომ ლიანდაგებიდან გადაეყვანა. ქალი იმდენად მძიმე იყო, რომ ძაღლმა ვერ დასძლია. ბოლოს შეეშვა და მთელი სისწრაფით მატარებლის მიმართულებით გაიქცა. მემანქანემ ძაღლი დაინახა მოშორებით კი ქალიც შენიშნა და დაამუხრუჭა. საბედნიეროდ ქალი უვნებელი გადარჩა, ხოლო ძაღლი მატარებელმა გასრისა.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე დღეში კი მასთან შევიდა გამომძიებელი, რომელმაც ქალს იმ ძაღლის საყელო მიუტანა, რომელიც 3 წლის წინ სახლიდან გააგდეს. 3 წლის მანძილზე უპატრონოდ მშიერ-მწყურვალი ძაღლი აქეთ-იქით დადიოდა. ოჯახისაგან დამცირების მიუხედავად, ის მაინც ერთგული დარჩა პატრონისა და სიკვდილს გადაარჩინა.
P.S. ბედნიერება იქნებოდა დედამიწაზე ადამიანებს ძაღლივით სიყვარული და ერთგულება, რომ შეეძლოთ!!!“