მცირე ხნის წინ სალომე ბაკურაძეს დაუდასტურდა დიაგნოზი, რომლის გამოც საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა.
ექიმის ჩართულობისა და სწორი მკურნალობის შემუშავებამდე რამდენიმე დღე მომღერალმა და მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარეს.
ახლახან მისმა მეუღლემ, ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სალომე მშვენივრად გამოიყურება, მას ფოტოზე მეუღლე კოცნის. ლაშა წერს: „კარგად არის“ და მილოცვებსაც იღებს მეორე ნახევრის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.