„ჰომოფობზე დიდი გოიმი და ზეზეული ქაჯი არ არსებობს ამ პლანეტაზე…“

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ჰომოფობიის საკუთარ განმარტებას გვთავაზობს და მას ქაჯობასთან აიგივებს:

„მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ჰომოფობი (თუ რაცაა), მხოლოდ ბნელი, ან დუგინ-პრიმაკოვების მიერ დაფინანსებული აფერისტი კი არა, ცნობილ ურბანისტულ ჟარგონს რომ მივმართოთ, რაღაცა წარმოუდგენელი სიდიდისა და სიღრმის გოიმია, სირცხვილისგან გამაწითებელი ზე-ქაჯი და უიმედოდ უკულტურო და ცივილიზაციას მოწყვეტილი უწიგნური (ამ სიტყვის უფართოვესი გაგებით). ვწუხვარ არაპოლიტკორექტულობისათვის, მაგრამ ჰომოფობზე დიდი გოიმი და ზეზეული ქაჯი არ არსებობს ამ პლანეტაზე… მარსზე არ ვიცი, რა ხდება…“