თენგიზ ცერცვაძე სკანდალში ეხვევა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა, სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ეხმაურება.
“მართლაც დიდხანს ვიფიქრე რა ფრაზებით გადმომეცა ჩემი აზრი არაკოლეგიალური რომ არ ყოფილიყო და არც ასაკის პატივისცემა დაკარგულიყო, მაგრამ ეს შედარება ყოველგვარ ზღვარს ცდება და სრულიად ერის შეურაცხყოფაა!

მერსედისის ყოლა-არყოლის საკითხის ვაქცინასთან შედარება ექიმის მხრიდან ძალიან უხერხულია და პანდემიის მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან უბრალოდ … (თქვენთვის მომინდია). მანქანის გარეშე არავინ კვდება და არც ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება ვინმეს. გერმანიაში, ფინანსური საშუალების მიუხედავად, გერმანელების უმრავლესოაბას არ ჰყავს ბოლო გამოშვების მანქანები. პრაგმატული მიდგომაა, განხორციელებულმა ხალხმა ისედაც იცის რას წარმოადგენს და სტატუსის სიმბოლოდ მანქანას არ საჭიროებს. პირიქით, ცუდ ტონად ითვლება. სამაგიეროდ აქვთ ხარისხიანი ვაქცინები. სწორედ აქ ჩანს ისევ და ისევ სწორად დასმული პრიორიტეტები ‼

ჩვენ ვსაუბრობთ არა პაციენტებზე, რომელთაც უკურნებელი სენი აქვთ და ვერ გადაარჩენ, არამედ სრულიად ჯანმრთელი კონტიგენტის პრევენციაზე, ვისაც შეიძლება ავარიდოთ საბედისწერო დაავადება. მივხვდით უკვე, რომ ბევრად უკეთესი ზამთარი არ გველოდება, ბრიტანეთში მესამე დოზის გაკეთებაზე დაიწყო დისკუსია და ჩვენ, იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციის კამპანია წამოვიწყოთ (დიახ, ჯერ კიდევ დაწყების პრობლემაა ამდენი თვის შემდეგ‼), ხალხს ავუხსნათ რატომ უნდა აიცრან ჩინურით და რომ თვეები ლოდინის დრო არ გვაქვს‼ გულახდილად ვაღიაროთ, რატომ ვერ მოხერხდა საუკეთესო ვაქცინის შემოტანა და არამც და არამც არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ფაიზერის ფასს ვერ გაწვდა, ჩინურები ბევრად ნაკლები არ ღირს ნამდვილად, ვაგრძელებთ თვალებში ნაცარის შეყრას და ამპარტავანს ვუწოდებთ ერს, იმის გამო რომ ხარისხიან ვაქცინას ითხოვს.

როდიდან გახდა ხარისხიანი ვაქცინის ან წამლის სურვილი ამბიცია და ამპარტავნობა? დიახ, მე მინდა და ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ხარისხიანი ვაქცინის არსებობა ქვეყანაში, მაგრამ ვიცი რა, რომ დროულად ვერ შემოიტანთ, ჩემი საკუთარი ძმა სინოფარმით არის აცრილი. ეს ფაქტი მაშინებს და გულს მიკლავს, საკუთარ დოზა ფაიზერს მივცემდი, რომ შემძლებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი დღევანდელ დღეს უბრალოდ არ გვქონდა და სწორედ ეს უნდა ავუხსნათ ხალხს და არა ამპარტავანი ვეძახოთ და ქედმაღურად დავცინოთ.”-წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.