„გადავწყვიტე, თმა აღარასდროს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ…“

მაკა ჩიჩუა გემოვნების შესახებ ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ ახერხებს ის სოფლის რთულ პირობებშიც კი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს.

მაკა ჩიჩუა:

„მე ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ? არ ვიცი… თუ ასეა, ამისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები. არც არასდროს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ, როცა თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი. ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასდროს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც ბევრისთვის ეს შოკი იყო. ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ – ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე…“