„ამას დასცხა?“ – კახა კალაძე ეკა კვესიტაძეს

„კახა კალაძემ ეს პოსტი დააბლოკინა17 წუთში ფბ-ს. ამ ქვეყანაში შენი ხელისუფლების მიერ შექმნილი საფრთხეები, რომ ასე ფბ პოსტივით მარტივად არ იბლოკება. ამაზე ტელევიზიით გაგესახუბრები კახი. “- ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში ტელეწამყვამა ეკა კვესიტაძემ გამოაქვეყნა.

კვესიტაძის მტკიცებით, კალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ვიდეოებს ფეისბუქის ადმინისტრაციას აშლევინებს.

რამდენიმე წუთის შემდეგ თბილისის მერმა კვესიტაძის პოსტის სქრინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა: „ამას დასცხა?“…

კალაძის რეპლიკას კვესიტაძემ კომენტარებში უპასუხა:

„შენი საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაიცვა, ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელებზეც მოგიწევს უარის თქმა, ემანდ პატრიარქის სიყვარულის სახელით მოთამაშე მართმადიდებელმა ველურმა შენც არ გცემონ“.