თინა კანდელაკს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ვაჟი ლეონტი უკვე 19 წლისაა, გოგონა მელანია კი – 21-ის. მიუხედავად იმისა, რომ თინას პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა ყვითელი პრესისთვის, ოჯახური ფოტოებით ის თაყვანისმცემლებს იშვიათად ანებივრებს. მითუმეტეს იშვიათობაა მისი შვილების ფოტოები, რადგან ისინი, როგორც ზრდასრული ადამიანები, თავად წყვეტენ, გამოჩნდნენ თუ არა სოციალურ ქსელში. როგორც მათ აქტიურობას ეტყობა, ფოტოსესიების და ინტერნემომხმარებლების წინაშე პოზირების სურვილი არც ერთს არ აქვს. ამიტომ თინას ყოველი ახალი ფოტო განხილვის საგანი ხდება. ამჯერად მელანიას კაბის ფერი და სტილი გახდა კამათის საგანი. გამომწერებმა მას გემოვნებაც დაუწუნეს და კაბაც ზედმეტად თამამი მოეჩვენათ.
თინამ ადრე აღიარა, რომ მოზარდობის ასაკში ქალიშვილთან მეტი პრობლემა ჰქონდა, ვიდრე ვაჟთან. მელანია დედისგან მეტ ყურადღებას ითხოვდა, დედა კი ამ დროს კარიერით იყო დაკავებული. ამის გამო ოჯახში კონფლიქტების ჰქონდათ, თუმცა მელანია გაიზარდა და ეს პრობლემებიც უკან მოიტოვეს.
“როცა დედა ბევრს მუშაობს, გოგონებს სერიოზული პრობლემები ეწყებათ. ყოველთვის ცხადი იყო ჩემთვის, რომ ბავშვებს მეტი დრო სჭირდებოდათ, მათთან ბევრი საუბარი იყო საჭირო. წლიდან წლამდე ეს უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ამ დროს გეჩვენება, რომ ბავშვები დაზრდილები არიან და თავადაც მოუვლიდნენ საკუთარ თავს, მაგრამ ეს შეცდომაა. მათთან კომუნიკაცია არასდროს უნდა გაწყვიტო. ორმხრივ ურთიერთობას და პატივისცემას ვგულისხმობ და არა კონტროლსა და გაუთავებელ აღმზრდელობით მონოლოგებს” – აცხადებდა თინა.
თუმცა ამ კვირაში ის მხოლოდ ქალიშვილის თამამი ცაცმულობის გამო არ გახსენებიათ. მას კოლეგამ ქსენია სობჩაკმაც “გაჰკრა კბილი”. ჟურნალისტმა მწარე პასუხი გასცა ტელეინტერვიუში გაჟღერებულ ფრაზას, რომ თურმე მან და თინა კანდელაკმა ვიღაც მამაკაცი ვერ გაიყვეს და ამის გამო იჩხუბეს.
“სინამდვილეში იმის გამო ვიჩხუბეთ, რომ თინამ ხადარკოვსკის ციხეში ყოფნისას მის საწინააღმდეგო წერილზე მოაწერა ხელი, მე კი საჯაროდ გავაკრიტიკე და ამას მოღალატეთა კოლექტიური წერილი ვუწოდე. არასოდეს გადავკვეთილვართ მამაკაცის გამო, რადგან სხვადასხვა გემოვნება გვაქვს არა მარტო ჩაცმის სტილში, არამედ მამაკაცის არჩევაშიც. ზაფხულობით შავი კოლგოტებით არ დავდივარ და არც გაპრანჭული ჩინოვნიკის შავ კოსტუმჩიკებში ვარ გამოწყობილი. ჩემეზოვის მლიქვნელებთან არ ვწევარ იმისთვის, რომ ცხოვრება მოვიწყო და თბილი ადგილი დავიკავო «Матч ТВ»-ზე. მე ნიჭიერი და დახვეწილი კაცები მომწონს”, – წერს ქსენია სობჩაკი.
ამ ბრალდებას თინამ ინსტაგრამზე უპასუხა: “საინტერესოა, ჩემთვის რომ გადაეხადათ ყოველ ჯერზე, როცა სობჩაკი მახსენებს ხოლმე, დამჭირდებოდა საერთოდ მუშაობა?”