თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს. მისი თქმით, პოეტის ვიდეო-მიმართვა აჩვენეს, სადაც ამაშუკელი ჩარკვიანის მამას, ჯანსუღ ჩარკვიანს აგდებულად მოიხსენიებს.
“რეზო ამაშუკელის ავადმყოფური ღვარძლით სავსე ვიდეო ჩამიგდეს მესინჯერში და ჯანსუღის- მამაჩემის ცნობილი ხუმრობა მომაგონდა ამაშუკელს რომ უთხრა მრავალი წლის წინ:” ბიჭო რეზო , ბევრჯერ დაგინახეს წიწამურთან ილიას სახლთან მიდამოებში, ჰოდა სულ ტყუილად დაეთრევი ” რაგატკას” არ გესვრის არავინო” (ხუმრობას ზუსტად ვციტირებ) რატომ მომაგონდა ახლა?! გეტყვით : “ჯანსუღას გოგოო” ასე მიხსენიებს, მე კი ბედნიერი ვარ, რომ ვაჟკაცი კაცის და უუუმაგრესი პოეტის ჯანსუღის შვილი ვარ ( მადლობა ღმერთს)
უბრალოდ შევახსენებ ამაშუკელს, რომ ჯანსუღს “ჯანსუ-ღა ” თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში თქვენ და ისიც კარგად ახსოვს მამას დიდ სამეგობროს ოპერის სცენიდან თქვენი ყველასთვის ცნობილი უმსგავსობის გამო , ჯანსუღის – თქვენს მიმართ ნასროლი რეპლიკა : ” ამაშუკელი, ტ….. კი დააყე , თამაშს უკელი” ( ამასაც მომიტევეთ ვციტირებ) ასე რომ ცოცხალ ვაჟკაცებს ვერ ესაუბრებოდით და მკვდრებთანაც ფრთხილად იყავით, რა ვიცი წამსველები ვართ ყველანი იმ ქვეყნად და ერთი “ალიყური ” იქ არ მოგდონ, მაგარმა პოეტებმა და მწერლებმა, ნუგზარ ფიფხაძე იქ ხომ ვეღარ გიშველით!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.