“საპროტესტო აქციის ჩაფლავების შემდეგ ინგა გრიგოლია თავს იმხნევებს”

ე.წ. ოპოზიციური არხის, ტელეკომპანია “პირველის” სახე ინგა გრიგოლია ჩაფლავებული საპროტესტო აქციის შემდეგ ფეისბუქზე თავს იმხნევებს:

“საოცარია მედიის შემართება ,რასაც 5 ივლისის შემდეგ ვხედავ. დღევანდელი აქციის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მედია-ოჯახის პროტესტი არ შეჩერდება,სანამ ყველას პასუხისმგებლობის( სამართლებრივი თუ პოლიტიკური) საკითხი არ გადაწყდება, ვისიც უნდა გადაწყდეს. რას არ გვაბრალებენ, როგორ არ შეურაცხგვყოფენ, მაგრამ დააკომლექსეთ,ვინც დაგიკომპლექსებიათ. არ დავიღლებით! არ გავჩერდებით! – დაიღლება ერთი? ჩავენაცვლებით ოთხნი, -დაიღლება ათი? ჩაენაცვლება 80. ასე ვიბრძოლებთ ჩვენი და ჩვენი გარდაცვლილი თანამშრომლის უფლებებისთვის. #ლექsosთვის !!!! დღეს კიდევ უფრო ამაყი ვარ, რომ მაქვს ყველაზე მაგარი პროფესია- პროფესია ჟურნალისტი.”-წერს გრიგოლია