“ვაი თქვენს პატრონს – სხვა რა უნდა ვთქვა, მართლა არ ვიცი”

ექიმი ზაზა თელია სოციალური ქსელში იმ ყალბ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც აკნეს მკურნალობის შესახებ გავრცელდა.

„უდიდესი აღმოჩენა მედიცინასა და მეცნიერებაში. აღმოჩნდა რომ აკნეს იწვევს ჰელიკობაქტერია – კუჭ-ნაწლავის პრობლემა, აქედან გამომდინარე პაციენტები აკნეთი დერმატოლოგებმა უნდა გადავამისამართოთ გასტროენტეროლოგებთან. აკნეს დღეიდან მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ექიმები. ვაი თქვენს პატრონს – სხვა რა უნდა ვთქვა მართლა არ ვიცი” – წერს თელია.