ენათმეცნიერი, ლევან ღვინჯილია წერს, რომ ადამიანი საკუთარ თავს კნინობით-ალერსობითი სახელით არ უნდა მიმართავდეს.
მისი თქმით, შესაძლოა, მოფერებით სხვას დაუძახო კნინობით ფორმაში, მაგრამ არა საკუთარ თავს.
„კიდევ ერთი თხოვნა!
– ეს ქსელი უზარმაზარ აუდიტორიას გულისხმობს და ასეც არის; თუნდაც ამიტომ ცოტა უხერხულია, როცა აქ და ტელეეკრანზე ადამიანები საკუთარ თავს კნინობითი, ანუ მოფერებითი ფორმით მოიხსენიებთ.
– სხვას, თუ ძალიან ახლობელია, შეიძლება მიმართო ალერსით, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავს ეფერებოდეს, ცოტა უცნაურია.
– სამაგალითოდ ისევ ჩემ ძველ კოლეგას {“ომამდე” მეც ვიყავი ჟურნალისტი} მოვუხმობ: „დიანა“ მშვენიერი სახელია, მაგრამ მის „პატრონს“ მაინც „დიკო“ ურჩევნია.
– სხვებისგან ეს კიდევ, ასე თუ ისე, ასატანია, მაგრამ როცა წამყვანი ამბობს, „მე ვარ დიკო ჯოჯუა-ო“, ცოტა უხერხული მგონია.
– ეს ეხება მიშასაც, თიკასაც, ნანუკასაც, ნანკასაც, ზუკასაც, გუკასაც, ნიკასაც; ყველას ვერც ჩამოთვლი!
– იქნებ ამაზეც დავფიქრებულიყავით?”- წერს ღვინჯილია.