რამდენიმე დღის წინ, ბლოგერმა გურამ შეროზიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ თბილისში ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრს მიმართავდა.
პოსტს გამოეხმაურა მსახიობი იუნა შაფათავა.
“ღარიბაშვილი რა შუაშია, მთვრალ კაცთან დაძაბული ბაასი რომ გააბი? მაგარი შეცდომაა. ასე მოდი ჰარლემში და გაგაქრობენ წუთში, ბლატაობა რომ დაიწყო, სულ ფეხებზე კიდიათ, შეროზია ხარ თუ Jay Z.
ტოჟე მნე… იარაღი კი არა, შარს ნუ ეძებ… ასე თბილისი პარიზი ნიუ იორკი თუ ტოკიო, ასეთი ქცევისთვის ნებისმიერი კაცი თავს წაგაძრობს და ნუ გიკვირს- რასაც პროვოკატორობ შენ გვერდზე და ეთერში, ერთხელ ძალიან ცუდად მოიმკი, ადამიანებზე დაცინვას. პოპულარობა და ხალხის სიყვარული სხვადასხვა რამეა.
შენ ურევ, პრიორიტეტი გაქვს სხვა. ხალხი ფეხებზე გკიდია და ჰა შედეგი.”