პოეტი გელა დაიაური წლების წინ მომხდარ ოჯახურ ტრაგედიას იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე, ასევე პოეტი და მომღერალი, თეონა ქუმსიაშვილი და შვილები დაიღუპნენ ავტოავარიის დროს.
გელა აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:
„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო!!!