3 ქალმა აღმოაჩინა, რომ საერთო მეგობარი მამაკაცი ჰყავდათ – ქალებმა საყვარელი მიატოვეს და სამოგზაუროდ ერთად წავიდნენ

ორმა ამერიკელმა გოგომ აღმოაჩინა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ერთი და იგივე მამაკაცთან აქვთ, რომელსაც მათ გარდა კიდევ 4 საყვარელი ჰყავს. უჩვეულო ამბის შესახებ abcNEWS -ი წერს.

ის, რომ მეგობარი მამაკაცი ღალატობდა 21 წლის მორგან ტეიბორმა 2020 წლის დეკემბერში იეჭვა. მან მტკიცებულებების პოვნა სოციალურ ქსელში გადაწყვიტა და კვალმა პარტნიორის სხვა საყვარელთან, 19 წლის ები რობერტსთან მიიყვანა. მორგანმა და ებიმ სხვა ქალებიც მოძებნეს, რომლებსაც მათი საერთო მეგობარი კაცი ატყუებდა.

ტეიბორმა, რობერტსმა და 18 წლის ბეკა კინგმა, რომელსაც საყვარელი მამაკაცი 2020 წლის ზაფხულიდან ხვდებოდა, “საზიარო პარტნიორის” მიტოვება და ამერიკის გარშემო სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტეს. ამისთვის მათ ძველი სასკოლო ავტობუსი იყიდეს, მის შეკეთებაში და კომფორტულ სახლად გადაქცევაში 10 კვირა დახარჯეს.

“ჩვენ ბოისედან აიდაჰოში წავედით, სადაც მანქანა შევაკეთეთ, აიდაჰოს გავლით აღმოსავლეთისკენ წავედით. კეტჩუმთან ახლოს ცხელი წყაროები მოვინახულეთ, იქ ძალიან ლამაზი ადგილებია. შემდეგ გრანდ ტიტონის პარკი გავიარეთ. ვესტუმრეთ იელოსტოუნს,“- ჰყვება მათი მოგზაურობის შესახებ ები რობერტსი.