“გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, მორჩა ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თავის პაციენტთან, ახალგაზრდა ბიჭთან ურთიერთობის ერთ-ერთ ეპიზოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გვიანი იყო, დამირეკა პატარა ბიჭმა, ახლა მართლა მორჩაო. მეტი ფანტაზია აღარ მაქვს, როგორ ვიცხოვროო. უცებ არც მე მაფიქრდება როგორ და გამო მაგ ტყიდან, ჯერ კოკა-კოლა დავლიოთ-მეთქი. მეჩქარებაო, მაგრამ კოკაზე უარს როგორ იტყოდა. კოკა-კოლას თანაც ახლა ხომ მხოლოდ „ატჩაიანი“ ტიპებიღა ვსვამთ. დავსხედით ტროტუარზე. თენდებოდა ლამის. მოვიდა კუნტრუშა ქუჩის ძაღლი და ჩამიჯდა ფეხებთან ჩემიძაღლივით. ძაღლთან ერთად ვართ სამნი. გამოიარა კაცმა. რა მოელანდა ამძაღლს არ ვიცი, გაეკიდა და უკბინა. მომიტრიალდა კაცი, არა გრცხვენიაო? მიკბინაო. რატომ მიკბინაო? გაკვირვებული მიყურებდა. ვწუხდი, მაგრამ არ მრცხვენოდა და უკვირდა, რომ არ მრცხვენოდა. ჩემი არ არის, ქუჩის ძაღლია-მეთქი. ჩვენი არ არის, ქუჩის ძაღლიაო, შეწუხდა ახალგაზრდა ადამიანიც. ხო, ჩვენი არ არის-მეთქი, გავიმეორე. აა.. ქუჩისააო? დაბალი ხმა ჰქონდა. აღარ ბრაზობდა. ხოდა წავიდა თავის გზაზე. ისიც დაღლილი ჩანდა. მხრებში მოხრილი. ჩვენც დაღლილები ვიყავით და სახლებში წავედით. ძაღლიც წავიდა. სამი საათი მეძინა. მერე ვიმუშავე. მერე მოვედი, მერე დავსქროლე. ხმას რომ ბოლომდე დაუწევ სიცოცხლეს, ეგრე ვიყავი ჩაბჟუტული, მაგრამ ხსნად, ამ დროს ჩამოატარა ფბ მდინარემ მხიარული რიტმები, ემა, ემმა ემმმმა, ტაში, ტაში ტაში, ტაში, ზეიმია, სიხარულია, იუმორია, რა კარგია, რა გადამდებია ტაშის გრიალი, ტამტამები, დაფდაფები, დოლები, ბარაბნები, დაირები, გამარჯვება, ხორუმი, დავლური, მოვიდა ენერგია, ამოძრავდა სისხლი, გახალისდა გული, ვაშა სიცოცხლეს, ვაშა ერთობას, დიდება სიყვარულს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.