დათო არჩვაძე პანდემიის დასაწყისშ მის მიერ დაწერილ სიმღერას აზიარებს და წერს, რომ მას შემდეგ დრო გავიდა, ხალხმა შეიმეცნა ეს დაავადება, მაგრამ არც საკუთარ თავს უფრთხილდება და არც გარშემო მყოფებს:
„ეს სიმღერა კოვიდპანდემიის დასაწყისში შევქმენი და ჩავწერე!.. როცა მთელი მსოფლიო შეძრწუნებული და გარინდებული იყო და არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები საერთოდ…
ახლა ვიმეორებ პოსტს იმიტომ, რომ შეიმეცნა ხალხმა ეს დაავადება და მაინც ფეხებზე ჰკიდია თავისი თავის და სხვების გაფრთხილება👊😡❗️❗️❗️
ჩვენს ქვეყანაში დამძიმებულმა ფონმა ხომ საერთოდ გააასმაგა ეს უარყოფითი განცდები… ამდენი ხალხი დავკარგეთ და მაინც არ იშლიან ადამიანები ერთმანეთის ცოცხლად თუ მკვდრად დაძიძგვნას სულიერად და ხორციელად❗️❗️❗️ უფალმა დაიფაროს საქართელო და მთელი მსოფლიო გლობალური უბედურებებისგან