“სახეს საბოლოოდ ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგვინებთ”

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს, რომელსაც არ ასაჯაროებს, რადგან პატივს სცემს ურთიერთობებს, რომლებიც წარსულში ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს ამ  ყველაფრის თქმას არ გამორიცხავს.

გთავაზობთ ცნობილი ტელეჟურნალისტის სტატუსს:

„როგორ არ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ისე ამომასხას, რომ რაც ვიცი და რასაც ჩემივე გულში ვინახავ, საჯაროდ გამოვფინო. ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს ცხოვრებაში (მეგობრობას, თუნდაც წარსულში, ურთიერთობებს და მოგონებებს) და ბევრ რამეს არ ვკადრულობ, თუმცა, ქალაქში გამოკრული სისხლიანი პლაკატები რომ ვნახე, მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით, პირველად გავიფიქრე, რომ შემოტევები თუ გაგრძელდება ჩვენზე, ვეჭვობ, უფრო მეტის მოყოლის სურვილს გამიჩენენ ზოგიერთები (მტკიცებულებების თანდართვით) და ძალიან გაიშარებიან….

ჰოდა, გაკავდით და სახეს საბოლოოდ  ნურც თქვენ დაკარგავთ და ნურც მე დამაკარგვინებთ!!!  მუქარები არაა ჩემი სტილი და არც ეხლა ვიმუქრები. უბრალოდ, გაფრთხილებთ…

არც ჩანაწერების გასაჯაროებაა ჩემი სტილი, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ მედიაზე შეტევას, ბევრი რამის გასაჯაროების განწყობაზე დამაყენებთ და დამიჯერეთ, ყველაზე მეტად ისინი დაზარალდებით, ვინც ახლა ჩვენ  წინააღმდეგ ხალხის დაგეშვაში  მონაწილეობთ და კიდევ უფრო გაშარავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისი  დავალებითაც ამ გულისამრევ კამპანიაში ხართ ჩართულები. იმედია, კარგად გაიგეთ.)))))))) კარგად ბრძანდებოდეთ!“