მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გარშემო ბევრ ადამიანს სახლში კოვიდინფიცირებული შვილი ჰყავს, თუმცა იზოლაციაზე უარს ამბობენ და რეგულაციებს არ იცავენ.
„ძალიან ბევრს ჰყავს კოვიდიანი შვილი სახლში და თვითონ გარეთ დადიან, პირბადის გარეშე. ხალხს ეკონტაქტებიან, კოცნიან. მართლა ფსკერია უკვე. არც ესინჯებიან. პირუტყვები არიან და საკუთარი იმუნიტეტის იმედი აქვთ”, – წერს სტეფანე.