რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ორსულადაა.
ანიტა შვილს ოთარ მაისურაძეისგან ელოდება, წყვილი უკვე 5 წელია, რაც ქორწინებაშია და ეს მათთვის პირველი შვილი იქნება.
ანიტამ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის 5 თვის ორსულია.
მომღერალი თაყვანისმცემლებს წერს, რომ სცენას დროებით დაემშვიდობა და იანვარში, გოგონას დაბადების შემდეგ დაბრუნდება.
„ორსულობის მეხუთე თვე და ჩემი ბოლო შესრულება ხანგრძლივი შესვენების წინ, რომელიც ახლა იწყება. ნოემბრის ბოლოს პატარა გოგო დაიბადება, დაბრუნებას იანვრისთვის ვგეგმავ. San Carlo-ს თეატრში ჩემი დებიუტი იყო და არასდროს დამავიწყდება ეს ჯადოსნური საღამო. ზუსტად ეს
საღამოა მიზეზი, რის გამოც სიმღერასა და თეატრს ვაღმერთებ. ყველაფერი იყო სრულყოფილი, ხოლო ჩვენ აღფრთოვანებულნი და ბედნიერები ვიყავით“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.
ოპერის მომღერალი ასევე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც შესანიშნავი საღამოს
ჩატარებაში მიიღეს მონაწილეობა.
“და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს უნიკალურ და შესანიშნავ ვოკალის პედაგოგს, მაესტრო დევიდ ჰოლსტს იმისთვის, რომ ჩემ გვერდით იყო. სიმღერა ორსულობის დროს ისეთი რთულია, მის
გარეშე ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი. მადლობა მაესტრო, შესანიშნავი ხარ და მე ყოველთვის შენი მადლიერი ვიქნები. მადლობა ყველას, მალე შევხვდებით“, – წერს ანიტა რაჭველიშილი.