მას შემდეგ, რაც მწერალ გიორგი კეკელიძესთან დაკავშირებით რამდენიმე ქალმა სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადება გააკეთა, სოციალურ ქსელებში ეს თემა ისევ აქტუალური გახდა.
ამ თემაზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოთქვამს აზრს და წერს:
„იმისთვის, რომ ქალის „არა“ იყოს „არა“, მაშინ ქალებმა უნდა ისწავლონ „კი“-ს თქმა. სულ ესაა.
ანუ როცა ქალსაც მოსწონს კაცი და უნდა მასთან ურთიერთობა, პირველივე კითხვაზე, ან შეთავაზებაზე უნდა ამბობდეს კი-ს და არა “არა”-ს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ასე არასდროს ხდება და ამ გამოცდილებით კაცებსაც „არა“ ყოველთვის „არა“ არ ჰგონიათ.
აბა, რამდენს გითქვამთ სასურველი კაცისთვის „კი“ პირველივე შემოთავაზებაზე?
ზოგადად ვწერ. კონკრეტულ ქეისს არ ვეხმაურები“.