“მიუხედავად პანდემიისა, 17 წუთი არ დანებდა, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა…“

თავდაცვის სამინისტრო ქართველი ჯარისკაცის მიერ გამოვლენილ გმირობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სოცქსელში ავრცელებს.

“დღეს, ჩვენი ჯარისკაცი სამოქალაქო გმირი გახდა!

“დღეს დიდუბის მეტროსთან ასაკოვანი კაცი ცუდად გახდა და დავარდა. რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი, სამხედრო ზურგჩანთით, ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც.

ამ პოსტით მინდა მდლობა მოვუხადო ადამიანს რომელიც მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, პანდემია რომ ჰქვია, 17 წუთი არ დანებდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა ადამიანს, რომლის გათიშვის მიზეზიც არ ვიცოდით.

სასწრაფოს დააგვიანდა და მოქალაქეებმა სხვაგან მიმავალი სასწრაფოს მანქანა პირდაპირ ქუჩიდან მოხსნეს, თუმცა ამ დროისთვის მოხუცმა უკვე სუნთქვა დაიწყო”… უნდა იცნობდეთ ჩვენი დროის გმირებს!….