“ეს ის ხალხია, ვინც მწერალთა სახლიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაიტანა”

ლიტერას კონკურსის ჟიურიში თეა წულუკიანის მიერ დანიშნულმა იოსებ ჭუმბურიძემ ლიტერადან მწერლების და ჟიურის წევრების გასვლას ფეისბუქში ასეთი შეფასება მისცა:

“მოკლედ ვიტყვი:
1. ეს ის ხალხია, ვინც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაიტანა;
2. ეს ის ხალხია (ნაწილი მეორე), ვისაც ილიასა და აკაკის პორტრეტების ჩამოხსნა არ გაუპროტესტებია.
***
რამდენიმე წელიწადია, იქ ყოველი გამოსვლისას, ამას ვაპროტესტებ.
***
წერტილი(ჯერჯერობით)!
***
არა, ესეც უნდა ვთქვა:
მე იმ დიდი კაცების გაზრდილი ვარ, მუდმივად რომ ებრძოდნენ: აკაკი გაწერელია, ნოდარ ტაბიძე.
ბოლო წლები ანზორ ერქომაიშვილის გვერდით გავატარე.
ერთხელ ბატონმა ანზორმა მითხრა: „სოსო, იცი, რამ გამაძლებინა? – არავის ავყევი. არავის ვუპასუხე.”
ზუსტად ასე იყო, – დამიდასტურა რამდენიმე დღის წინათ ქალბატონმა ლალიმ, დიდი კაცის ღირსეულმა მეუღლემ..”