“თქვენ, ვინც ქალებს ნადავლად აღიქვამთ და ერთი სული გაქვთ როდის გაძიძგნით, დაიმახსოვრეთ…”

სოციალურ ქსელში ზურა ბუდაღაშვილმა ემოციურ პოსტი დაწერა. როგორც თავად ამბობს, სრულიად უცხო გოგოები სახლამდე ისე მიუცილებია, რომ თავად არც შეუნიშნავთ.

„ღმერთმა იცის რამდენჯერ გავყოლივარ უკან მეტროდან მარტო ამოსულ გოგოს და სახლამდე ისე გამიცილებია, ვერც კი შეუმჩნევია, იმის გამო, რომ 2-3 მთვრალს თუ უბრალოდ გაუზრდელ ნაბიჭვარს აკიდება უცდიათ.
არც ახლა შეცვლილა რამე. ამის გამო ზედმეტი კილომეტრის გავლა და სახლში ნახევარი საათით გვიან მისვლა ყოველთვის იყო და იქნება ჩემი პირადი ვალდებულება. ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ, ჩვენ ვფიქრობთ კაცები იმისთვის დავიბადეთ, რომ ქალები დავიცვათ ყველა იმ საფრთხისგან, რაც ამ ბრჭყვიალა ჯუნგლებში ხდება. თქვენ, ვინც ქალებს ნადავლად აღიქვამთ და ერთი სული გაქვთ როდის გაძიძგნით – დაიმახსოვრეთ, რომ დედათქვენებიც და თქვენი დებიც ზუსტად ისეთივე ქალები არიან“,- წერს ზურა.