მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში ცხოველების სიყვარულმა გადაარჩინა და ზოომაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
„ახლაც, პანდემიის პერიოდში, ფსიქიკურად შეშლას ცხოველების მიმართ ძლიერმა სიყვარულმა გადამარჩინა: ყველაფერი რომ გაჩერდა, ზოომაღაზიაში დავიწყე მუშაობა. შევისწავლე – დიპლომის გარეშე, რომელი მსუბუქი წამლების გაყიდვის უფლება აქვს ადამიანს… თან, ზოომაღაზია ჩემს სახლთანაა… მართალია, მერე თეატრები გაიხსნა, მაგრამ აქ მუშაობა ხელს არაფერში მიშლის: არც გადარებებში, არც თეატრში… ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხელს მიწყობენ. ჩემი იქ ყოფნა ყოველთვის უხარიათ. კარგი ჯგუფია. თუ 2-3 საათით ვარ გასასვლელი, მხარში მიდგანან: თუ მთელი დღით მივდივარ, ზოომაღაზიაში ვიღაც მცვლის…
კონსულტანტად მუშაობთ?
დიახ. ადამიანები ბედნიერები არიან, როცა მცნობენ, – ვაიმე, ნამდვილად თქვენ ხართ, თუ მეშლებაო (იცინის)?! სურათებს ვიღებთ.. კარგად ვხალისობთ. არაფერი მაქვს დასამალი: დილის ათის ნახევრიდან რვის ნახევრამდე „მოჭრილ“ 10 ლარზე ვმუშაობ… ეს ის თანხა არაა, რომ თქვა, ამის გარეშე წარმოუდგენელიაო, სამაგიეროდ, ის 10 ლარი თუნდაც იმის ფული, რომ ადამიანი მშიერი არ მოკვდეს, ხომ? ამას თეატრის ხელფასიც ემატება, რომელიც განაწილებული მაქვს კომუნალური გადასახადების თუ სხვადასხვა ხარჯის დასაფარად, არა? „ზედმეტი“ შემოსავალი წამადგა“.