“გათავისუფლების შემდეგ კი 11 წლის ბავშვი ისე გამოიყურება როგორც ზრდასრული ვაჟკაცი”

სოციალურ ქსელში გენო პეტრიაშვილის შესახებ პოსტი ქვეყნდება.

“პირველ ფოტოზე 11 წლის გენო პეტრიაშვილია. ის ზუსტად 16 წლის წინ 2005 წლის აგვისტოში ცხინვალში გაიტაცეს და 3 თვე დატყვევებული ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ კი 11 წლის ბავშვი ისე გამოიყურება როგორც ზრდასრული ვაჟკაცი. აუღელვებლად და მშვიდად მოაბიჯებდა.

მეორე ფოტო კი უკვე დღეს გადაღებულია .
27 წლის პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელია . ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს , 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. მის საკუთრებაშია ევროპის 2 ოქროს , 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი და ევროპული თამაშების ბრინჯაო.
მზა ფილმის სცენარის ამ ადამიანის ცხოვრება.”