ქალმა 11 თვეში 4 ბავშვი გააჩინა

ბრიტანეთში 31 წლის პედაგოგმა 11 თვის განმავლობაში 4 შვილი გააჩინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 31 წლის ჯესიკა პრიჩარდმა, რომელიც შეფილდში ცხოვრობს, 2020 წლის მაისში თავისი მეორე ქალიშვილი, მია გააჩინა, რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და მიას გაჩენიდან 11 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში სამი ტყუპი გაუჩნდა – ელა, ჯორჯი და ოლივია.

ჯესიკას და თავის პარტნიორს, 34 წლის ჰარი უილიამს კიდევ 8 წლის ქალიშვილი მოლი ჰყავთ. წყვილის თქმით, ბევრი სირთულის მიუხედავად, ისინი ძალიან ბედნიერები არიან.