დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, მამია ყიფიანმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე მძიმე იყო. ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 19 ქულიანი პნევმონია აღენიშნებოდა.
გარდაცვლილი ორსული, წალენჯიხიძის სოფელ ჯვარის მცხოვრები ხათუნა გეთიაა, რომელიც ზუგდიდში მეუღლეთან ერთად ცხოვრობდა და ეს მისთვის პირველი შვილი უნდა ყოფილიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამ დროს, შოკში ვართ და კიდე არ გვჯერა, როგორ ელოდებოდი შენს ნანატრ პატარას, როგორი ბედნიერი იყავი. თუმცა არ გაცადა ამ ვერაგმა დაავადებამ #კორონამ, შენ ნანატრთან შეხვედრა. როგორ ელოდებოდი, რომ მალე ჩაიკრავდი გულში შენ ტკბილ ბაიას, ჩვენი შვილები ხომ საუკეთესო მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. არცთუ ისე კარგად გიცნობდი, მაგრამ უზომოდ თბილი და კეთილი გოგო იყავი და ესე იქნება სულ. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი ხათუ“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
„პირადში ვერავის გწერთ, მეგობრებო. ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება“- წერდა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, „ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ხათუნა გეთია.