“გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს!”

კოვიდინფიცირებულმა ქალმა, რომელიც 33 დღე რეანიმაციაში იწვა, ინფექცია დაამარცხა და მალე სახლში გაწერენ – ინეზა კოპალეიშვილი ფეისბუქ მომხმარებლების დიდმა ნაწილმა საავიაციო ასოციაცია “ავიაკომუნიკატორის” პრეზიდენტის, თამუნა თანდაშვილის პოსტებიდან გაიცნო.

“2021 წლის 17 აგვისტო. 33-ე დღე. 33 დღეა სავადმყოფოში ვარ, კოვიდ-19.

ჯოჯოხეთი გავიარე, წუთითაც კი და ზმეიკიანი პარკის კანდიდატი ვიყავი. თავთან მელაგა გორა.

გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს, ბედნიერი დედა და ბებია ვარ, მყავს შესანიშნავი შვილები, შვილიშვილები, მეგობრები . ყველას წინაშე ქედს ვიხრი. ჩემს ნათესაობას, ვისაც ჩემმა ამბავმა ტორნადოსავით გადავუარე.

ქართველებო, ეს ომი უნდა მოვიგოთ, მისაბაძები გავხდეთ მსოფლიოსთვის. ჩვენი პატიოსნობით, წესრიგით, ღმერთის ღრმა რწმენით. ვასწავლოთ და ვისწავლით სიყვარულს. პატარ- პატარა დღესასწაულები მოვუწყოთ.

სტიმული მივცეთ. ყველაფერი კარგად იქნება. 21-ე საუკუნე დაიწყო, თავისი გამოწვევებით. უნდა შეგვეხოს. დავხვდეთ სწორად პანიკის გარეშე. წავა ბოლოს კოვიდი.

თამუნა…

ჩემი დიდი შენაძენი, ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ქალი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ და თამუნა გვერდით მომიწვინა და მიბრძანა, კეთილი ინებე, გამოფხიზლდი და ბავშვს მიხედე, ჰოდა… ეხლა წამოვდგები და ისეთს შემოვულაწუნებთქო გულში ჩავიკარი. ჩემი ოქროს გოგო, განათლებული, დახვეწილი, საინტერესო. ჩვენ არ ვუხსნით ერთმანეთს ეს უნდა აკეთო, როგორებიც ვართ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. არასოდეს გავუშვებთ ხელს.

მამაო.

ჩვენი რეანიმაციის მფარველი. მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის წინანძღვარი – ხვიჩა ცაავა.

კარებთან იწვა, მთელი დღე ლოცულობდა, უსაყვარლსი ადამიანი. ესეც ხომ სასწაულია

თამუნა, ინეზა და მამაო…. არ ვიცი ჩემი 33 დღე მართლაც სასწაული გაცისკროვნებულია.

სიტყვა “ვაი” არ მითქვამს, ვაონტროლებდი ჰაი ჰაი კორონა! ფეირვერკი ჩვენია…..

ჩემო კარგო ქვეყანა, არ მოიწყინო, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენთან არს ღმერთი!,”- წერს ინეზა კოპალეიშვილი.

ამასთან, დღეს ექიმებმა თამუნა თანდაშვილს შეატყობინეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკვე დამაკმაყოფილებელია და სულ ცოტა ხანში მასაც ბინაზე გაწერენ.