არაერთი კონკურსის გამარჯვებული, ცნობილი ქართველი მომღერალი გიორგი ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თურქ მედიკოსებს მადლობას უხდის.
“ამბავი მინდა მოგიყვეთ. გესიამოვნება ადამიანს უცხო ქვეყნაში შენს მდგომარეობას რომ გაითვალისწინებენ.
როგორც იცით ოპერაციის შემდეგ გამირთულდა ჭრილობა. ეს გამოწვეული იყო არასწორი კვებით, სიცხეებით და სხვა გარემოებებით, რაც ზოგადად მოსდევს ამ ოპერაციას. მოკლედ, სასწრაფოდ მომიწია სტამბულში ჩამოსვლა. როცა ჩემმა მკურნალმა ექიმმა მნახა, (მკურნალი ექიმი ფერჯან ურლუ ფოტოზე ჩემგან ხელმარცხნივ.)
იმ წამსვე პროფესორს დაურეკა (პროფესორი ონდერ დოღანი ფოტოზე ჩემგან ხელმარჯვნივ.) პროფესორმა გადაწყვიტა თვითონ მოსულიყო და ვენახე. მოკლედ გამსინჯეს და იმდენად იყო ინფექცია წასული, იმ დღესვე დაინიშნა ოპერაცია. რა თქმა უნდა დაგვაინტერესა რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული ეს ოპერაცია. მოსაცდელში ვიჯექით და ველოდებოდით, მე, ირინა და ჩვენი თარჯიმანი ქალბატობი ლია ❤
ამ დროს გამოდის ექიმის პირადი მდივანი და გვეუბნება, რომ პროფესორმა და ექიმმა გადაწყვიტეს, ეს ოპერაცია სრულიად უფასოდ ჩამიტარდეს. 😊
მოკლედ რა მოხდა:
რამოდენიმე დღის უკან ქალბატონი ლია ექიმთან ჩემი ვიზიტის დასაჯავშნად იყო მისული საავადმყოფოში. უბრალოდ ისე უთქვამს, რომ გიორგის მისი ნათესავები, მეგობრები და კეთილი ადამიანები თანხას უგროვებენ რათა დამეხმარონო.
ეს ამბავი როგორც ჩანს პროფესორის ყურამდეც მივიდა. ამის შემდეგ პროფესორმა და ექიმმა გადაწყვიტეს, რომ, ოპერაცია სრულიად უფასოდ ჩამტარებოდა.
როცა გამოვიდა ექიმის პირადი მდივანი და ეს ამბავი გვითხრა, სიხარულის ცრემლიც მომადგა. უბრალოდ გაოგნებული ვიჯექით მე და ირინა. ისიც არ მახსოვს იმ წამს მადლობა უთხარით თუ არა იმ ადამიანს.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხდო ამ ადამიანებს. ამ ადამიანების პროფესიონალიზმის და თავდადების შედეგია ის, რომ მე ცოცხალი ვარ.
ბატონი ონდერის სიტყვები ახლაც მახსოვს როცა პირველ ოპერაციას ვიკეთებდი:
“მე შენი სიცოცხლე უფრო მაინტერესებს ვიდრე შენი ლაპარაკი ან სიმღერა. შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და პირველ რიგში უნდა იცოცხლო.”
სხვათშორის, ბტონი ონდერის დიდი ბებია ქართველი ყოფილა. ძალიან დიდი სიხარულით აღნიშნა ეს ფაქტი. ხელით მანიშნა, ჩემ ძარღვებში ქართული სისხლიც ურევიაო.
ასევე ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლიას და მის დას მანანა ექიმს გვერდით დგომისთვის. მადლობა ამ.დიდი ყურადღებისთვის.
და რაღა თქმა უნდ თქვენ ჩემო მეგობრებო ❤ თქვენ ძალიან დიდი მადლობა გვერდი დგომისთვის და ჩემი გამხნევებისთვის ❤
წინ კიდე გრძელი გზაა, მართალია რთული მავრამ გადასალახი 👉
მე დავამარცხებ ამ გამოწვევას თქვენთან ერთად 💪
#სიკეთეს_ეროვნება_არ_გააჩნია ❤ ნაკლების ნახვა
— Lia Intergeomed-თან ერთად.”